ბისკვიტი :
3 კვერცხი
170 გრ.შაქარი
170 გრ.ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
სუფლე :
500 მლ.მარალპროცენტიანი ნაღები
150 გრ.შედედებული რძე
100 გრ.შაქრის პუდრა
25 გრ.ჟელატინი
ბისკვიტების დასანამად :
120 მლ .წყალი
120 გრ.შედედებული რძე
გასაფორმებლად :
200 გრ.დაკურკული ალუბალი
ქოქოსის ფანტელები
კანფეტი რაფაელო
მომზადების წესები :
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 2 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3 ს.კოვზ შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.
ფქვილს დავუმატოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას პორციობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი) ფორმაში(24 სმ დიამეტრი) და გამოვაცხოთ 30-35 წუთი.
გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი არ გამოვაღოთ და ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .
ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ დავუმატოთ შედედებული რძე და შაქრის პუდრა.სუფლეში ჩავასხათ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე.ფორმაში ჩავდოთ ერთი ნაწილი,დავნამოთ სიროფით,დავასხათ ნახევარი სუფლე,მოვაყაროთ ალუბლები,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი,დავნამოთ,დავასხათ დარჩენილი სუფლე,მოვრთოთ ქოქოსის ფანტელებით და მინიმუმ 2 საათი შევინახოთ მაცივარში.
ტორტი ზემოდან მოვრთოთ კანფეტი რაფაელოთი.