bananovie_oladi_na_smetane-662651
5/5

ბანანის ოლადები

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

1 მწიფე ბანანი

1/2 ლიმონის წვენი

1 კვერცხი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1  ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

მწიფე ბანანი დავაბლენდეროთ ,ლიმონის წვენი შევურიოთ,რომ არ გამუქდეს.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ბანანის პიურე ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

 ბანანის ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ბანანის ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

სვანური ხაჭაპური

ინგრედიენტები : ფქვილი 500 კგ საფუარი 5 გრ წყალი 250 მლ ცოტა მარილი შიგთავსისათვის: 400 გრ.სვანური სულგუნი 250 გრ.იმერული ყველი ან 700 გრ.სვანური ყველი ნარჩვი

ქართული პური – შოთი

ინგრედიენტები : 2 კგ ფქვილი 20 გრ.საფუარი 1 ლ.თბილი წყალი 30-40 გ.მარილი მომზადების წესები : დიდ თასში ჩავყაროთ 2 კგ.ფქვილი,შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება ,ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავყაროთ

კომშის ცუკატი – არომატული მშრალი მურაბა

ინგრედიენტები : 1 კგ.კომში 1 კგ.შაქარი 500 მლ.წყალი 1 ლიმონი. მომზადების წესები : კომში კარგად გავრეცხოთ,გავთალოთ,1.5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ . ყოველ  კომშის რგოლს ამოვაჭრათ

კომშის ტორტი

ინგრედიენტები : 6 კვერცხი 6 ს.კოვზი შაქარი 6 ს.კოვზი ფქვილი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა) შაქრიანი ვანილი მწიკვი მარილი   მომზადების

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here