ინგრედიენტები :
250 გრ. თევზის ფილე
100 მლ.მაწონი ან კეფირი
100 გრ.ფქვილი
2 კვერცხი
3 გრ.შავი დაფქული წიწაკა
3 ღერი მწვანე ხეხვი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 /2 ჩაის კოვზი სოდა
70 მლ.ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები :
თევზის ფილე აუცილებლად უნდა დავკეპოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ ოთახის ტემპერატურის ( ეს აუცილებელია) მაწონი,დავუმატოთ ფქვილი,სოდა,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.ავთქვიფოთ კარგად,რომ არ დაგვრჩეს კოშტები.
ცომს დავუმატოთ დაკეპილი თევზის ფილე და დაჭრილი მწვანე ხახვი.
ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ თევზის ოლადები და შევწათ ტაფაზე ორივე მხრიდან.
0