ინგრედიენტები :
1,5 ჭიქა რძე
260 გრ.ფქვილი
1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვი მარილი
2 სუფრის კოვზი გამდნარი სამარხვო კარაქი
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ მარილი.
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი,დაველოდოთ აქაფებას.
აქაფებულ მასაში ჩავყაროთ ნახევარი ფქვილი ,ჩავასხათ გამდნარი კარაქი და მოვზილოთ თხელი ცომი.
თხელ ცომს დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ წელვადი და წებოვანი ცომი.თასს გადავაფაროთ და დაველოდოთ აფუებას.ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება.
აფუებულ ცომს არ მოვურიოთ.
გაცხელებულ სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავსვათ სუფრის კოვზით ალადუშკები,შევწვათ ორივე მხრიდან.
1+