ინგრედიენტები :
500 მლ.მაწონი
4 კვერცხი
8 სუფრის კოვზი შაქარი
2 ჭიქა +1/3 ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი სოდა
მომზადების წესები :
თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.
მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.
სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).
თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).
მასას დავუმატოთ მარილი.
ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).
გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).
მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.
ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.
ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).
ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!