მსუბუქი და სასიამოვნო მომჟავო გემოს ვაშლის ოლადების მარტივი და სწრაფი რეცეპტი.იდეალური საუზმე ბავშვებისათვის.
ინგრედიენტები :
2 ვაშლი
2 კვერცხი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
სოდა დანის წვერით
მომზადების წესები :
ვაშლი გავეცხოთ,გავთალოთ და გავხეხოთ.
გახეხილი ვაშლი,კვერცხი,შაქარი,ფქვილი და სოდა ერთმანეთში შევურიოთ,მივიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.
გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი,დავსვათ ოლადები,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.
0