ინგრედიენტები :
ბისკვიტი:
6 კვერცხი
6 სუფრის კოვზი შაქარი
6 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი და ვანილი
ლიმონის სიროფი:
1 დიდი ზომის ლიმონი ( 4 სუფრის კოვზი წვენი)
3/4 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მაყვლის ნაღების მინანქარი( კრემი)
300 გრ.ნაღების კარაქი
250 გრ.ნაღების კრემ-ყველი
3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
0,5 სუფრის კოვზი მარილი
400 გრ.მაყვალი( ერთი ჭიქა კრემ – მინანქრისთვის,ერთი ჭიქა ფენებს შორის,6 მოსართავად)
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
მომზადების წესები :
გამოვაცხოთ 6 კვერცხიანი ბისკვიტი.წაიკითხეთ რეცეპტი.
მოვამზადოთ ნაღების მინანქარი ( კრემი)
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დავასხათ ერთ ჭიქა მაყვალს და მოვადუღოთ.მაყვალი კოვზით ან ჩანგლით არ უნდა დავჭყლიტოთ.
მოდუღებული მასა გავატაროთ საცერში.დაახლოებით გამოგვივა 5 სუფრის კოვზი თხელი პიურე ( სიროფი).მაყვლის პიურე გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კარაქი , შაქრის პუდრა და 0,5 ჩ.კოვზი მარილი ავთქვიფოთ,შემდეგ დავუმატოთ ნაღების კრემყველი.
კრემყველი ჯერ ნიჩბით შევურიოთ მასას,შემდეგ კი 2 წუთი ავთქვიფოთ მიქსერით.მიღებულ კრემს კოვზობით შევათქვიფოთ მაყვლის სიროფი.
მოვამზადოთ ლიმონის სიროფი: თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და ჩავასხათ ლიმონის წვენი
ტორტის ბისკვიტი გავჭრათ 3-4 ნაწილად.ბისკვიტის ფენები დავნამოთ,
დანამულ ფენას წავუსვათ კრემი ( მინანქარი) და დავაწყოთ მაყვლები.ფენები ერთმანეთზე დავაწყოთ .გვერდებზე და ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ.