P1010237_small

ბლინის ტორტი მარწყვით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

24 -30 ცალი ბლინი 18 სმ დიამეტრის

ნაღების კრემი :

250 გრ.მასკარპონე

100 გრ.33% ნაღები

100 გრ.არაჟანი

75 გრ.შაქრის პუდრა

მარწყვის გულსართი:

მარწყვი 75 გრ

შაქარი 20 გრ

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბლინები

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

მასკარპონეს ხელით შევურიოთ შაქარის პუდრა.დიდხანს და მიქსერით არ ვურიოთ ,რომ არ გათხელდეს.

მასკარპონეს შევურიოთ არაჟანი.

შემდეგ ათქვეფილი ნაღები და მასკარპონეს მასა ერთმანეთში ავურიოთ.

მარწყვი დავაბლენდეროთ და პიურეს შევურიოთ შაქარი.მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი

და შემდეგ გავატაროთ საცერში.პიურე გავაგრილოთ და შევურიოთ 3-4 სუფრის კოვზი ნაღების კრემი.

ავაწყოთ ტორტი.ბლინები დავაწყოთ ფენებად.ფენებს შორის წავუსვათ ნაღების კრემი.ყოველი 3-4 ფენის შემდეგ წავუსვათ მარწყვის კრემი.მოვიტოვოთ კრემი გვერდებზე და ზემოდან წასასმელად.

გავაფორმოთ სურვილის მიხედვით

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყიყლიყოს კლასიკური და განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები : 2 კვერცხი მწიკვი მარილი 1 ჩ.კოვზი შაქარი 50 მლ.რძე ნახევარი ბატონი ან თეთრი პური ზეთი ან კარაქი შესაწვავად   მომზადების წესები : კვერცხს

პოპულარული,გემრიელი სალათი მიმოზა – მხიარული თაგვები

ინგრედიენტები : 2 მსხვილი სტაფილო 4 კარტოფილი 5-6 კვერცხი ნახევარი თავი ხახვი 1 ორაგულის  ან სარდინის კონსერვი 1  პატარა  მაიონეზი 1 ს.კოვზი ძმარი შაქარი მწიკვი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია