tort-spiral15 (1)
5/5

ტორტი “სპირალი”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

150 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

170 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ფანქრით დავხაზოთ წრე და ქაღალდი გადმოვაბრუნოთ.

 

ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში გავუკეთოთ თავი და წრიული მოძრაობით შევავსოთ შაბლონი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ მოხარშულ ცომს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .

მოვამზადოთ არაჟნის კრემი :

450 გრ.არაჟანი (25%),
170 გრ.შაქარი
1 ს.კოვზი შაქრიანი ვანილი

ინგრედიენტები ავთქვიფოთ.შეგვიძლია დავუმატოთ ერთი შეკვრა  არაჟნის გამასქელებელი.

ავაწყოთ ტორტი:

ფირფიტებს წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე.ზემოდან და გვერდებზე  გავაფორმოთ ხილით ( მარწყვი,ბალი და ა.შ) ან ჩვენი გემოვნებით.

 

 

1+
Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბლინები უკრაინულად

ინგრედიენტები : 300 მლ. რძე 2 სუფრის კოვზი ზეთი 2 კვერცხი 1 სუფრის კოვზი შაქარი 140 გრ.ფქვილი ალუბლის მურაბა ან შესქელებული რძე მომზადების წესები :

ხაჭოს ბუთხუზები – ორცხობილა ბავშვებისათვის

ინგრედიენტები  : 500 გრ.ხაჭო 400 მლ.არაჟანი 6 კვერცხის გული 2,5 ჭიქა შაქარი 5-6 ჭიქა ფქვილი 1 შეკვრა გამაფხვიერებელი მწიკვი მარილი ვანილი მომზადების წესები : ფქვილი,

“ქუქისი”-ამერიკული ორცხობილა ხრაშუნა კანით და ნოტიო გულით

 გთვაზობთ ამერიკული ორცხობილის ზუსტ რეცეპტს. მომზადების წესი ძალიან მარტივია   და ამიტომაც ბავშვებსაც კი შეუძლიათ მისი გამოცხობა.  ინგრედიენტები : 120 გრ. კარაქი 50 გრ. კვერცხი 160

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here