ინგრედიენტები 2 ლიტრიანი ქილისათვის :
1 კგ.პამიდორი
10 ნივრის კბილი
10 ღერი აყვავებული კამა
10 ღერი ნიახური
10 ღერი ოხრახურში
2 დაფნის ფოთოლი
2 ს.კოვზი მარილი
2 ჩ.კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი ძმარი
შავი პილპილის მარცვლები
მომზადების წესები :
გარეცხილი პომიდვრები დავჩხვლიტოთ,რომ ადუღებული წყლის დასხმისას კანი არ დაუსკდეს.
სუფთა ორლიტრიან ქილის ძირზე დავაფინოთ ნახევარი მწვანილი ,ნივრის კბილები,დავაწყოთ პომიდვრები,ზემოდან ისევ მწვანილები დავაფინოთ,მოვაყაროთ შავი პილპილის მარცვლები და დავასხათ ქაფქაფა წყალი.ქილა გავაპიპინოთ, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 20 წუთი.
ქილიდან წყალი გადმოვასხათ.ამ ეტაპზე ქილაში ჩავყაროთ მარილი,შაქარი,ჩავასხათ ძმარი. ქაფქაფა წყალი,გავაპიპინოთ,მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და შევფუთოთ გაგრილებამდე. წითელი პომიდვრის მარინადი მზად არის 3-4 დღეში.
პომიდვრის პიკული შევინახოთ გრილ ადგილას.
ეს მწნილი ძალიან გემრიელია!