marinovannye-baklazhany-na-zimu-vkuslandia
5/5

ბადრიჯნის კუჭმაჭის კონსერვი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

5 კგ. ბადრიჯანი

1 კგ.ბულგარული ( შეგვიძლია,რომ არც დავუმატოთ)

750 გრ. წითელი ხახვი

2 თავი   ნიორი

ნახევარი არყის ჭიქა ხმელი ქინძი

500  მლ.ზეთი

250 მლ.9% ძმარი

1/4 არყის ჭიქა ქონდარი

ნახევარი არყის ჭიქა  ყვითელი ყვავილი

ნახევარი არყის ჭიქა ხმელი სუნელი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ბადრიჯანი დავჭრათ მსხვილ კუბებად,მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი.

ბადრიჯანი გამოუშვებს მწარე წვენს  და სითხე გადავწუროთ.

ტაფაზე დავასხათ ზეთი  ( ბადრიჯანს უნდა ფარავდეს)და მასში შევწვათ ბადრიჯანი.

კუბებად დავჭრათ წითელი ხახვი,ნიორი და ბულგარული.

შემწვარ ბადრიჯანს დავაყაროთ დაჭრილი ხახვი,ნიორი და ბულგარული ,ერთად ვშუშოთ.

მოშუშული ბოსტნეული შევაზავოთ მარილით, წიწაკით, სუნელებით .

ცხელ-ცხელი ბადრიჯანი    გადავიტანოთ სტერილურ ქილებში,ავავსოთ პირამდე და მოვხუფოთ.ცხელი ქილები შევფუთოთ და ისე გავაგრილოთ

 

3+
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის ლეჩო -მოვემზადოთ ზამთრისათვიოს საბჭოთა რეცეპტი

დღეს გთავაზობთ ბევრისათვის საყვარელ  ლეჩოს  საბჭოთა რეცეპტს. ამ რეცეპტით მომზადებული ბულგარული წიწაკა პომიდორში შეგვიძლია,მივირთვათ დამოუკიდებელი კერძად და ასევე გამოვიყენოთ ბორშის და სხვა მრავალი კერძის მოსამზადებლად.

როგორ გავყინოთ და შევინახოთ ქლიავი ზამთრისათვის -2 განსხვავებული მეთოდი

ინგრედიენტები : ქლიავი მომზადების წესები : შევარჩიოთ მწიფე,მაგრამ მკვრივი ქლიავი. ნაყოფი  გვარეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ. 

ცოცხლად შენახული შინდი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრდიენტები : 2 კგ. მწიფე შინდი შაქარი 2-ჯერ მეტი მომზადების წესები : მწიფე შინდი ფრთხილად გავრეცხოთ და დავწრიტოთ. კარგად მშრალი შინდი რკინის საცერზე ან თუშფალანგზე

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here