ინგრედიენტები 4 ულუფისათვის :
800 გრ.საქონლის ენა
250 გრ.ხის სოკო
100 გრ.ხახვი
50 გრ.პამიდორი
5 გრ.აჯიკა
25 გრ.ქინძი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
მოხარშული ენა დავჭრათ გრძლად და წვრილად.
ასევე გრძლად დაწვრილად დავჭრათ ხის სოკო.
კუბებად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,ჯერ დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი და აჯიკა,შემდეგ ხის სოკო და დაჭრილი მოხარშული ენა.ყველაფერი ერთად ჩავთუშოთ და ბოლოს მოვაყაროთ მარილი,დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.
ამ კერძს ძალიან უხდება ელარჯის ჩხირები .
350 გრ.ღერღილი
250 გრ.სიმინდის ფქვილი
850 გრ.ყველი სულგუნი
წაიკითხეთ ელარჯის მომზადების წესები.
ელარჯი დავჭრათ ჩხირებად და შევწვათ ოთხივე მხრიდან კარაქში.
თეფშზე დავაწყოთ შემწვარი ელარჯის ჩხირები,კუჭმაჭი და მოვასხათ ალუბლის შარბათი.
რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე შეფმზარეული იზო ძანძავა
0