ბადრიჯნის რულონები წარმოუდგენლად გემრიელია! ბადრიჯანი, ნიორი და ჭყინტი ყველი არის საუკეთესო კომბინაცია. ასეთი აპეტაიზერი მზადდება ძალიან სწრაფად და გახდება სადღესასწაულო მაგიდის მშვენება.
ინგრედიენტები :
3 ბადრიჯანი
30 გრ.პამიდორი
5 კბილი ნიორი
60 გრ. ჭყინტი ყველი
3 გრ.მწვანე ხახვი
3 გრ.კამა
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
კამა და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ ყველს და ავსრისოთ ჩანგლით.გულსართს შეგვიძლია დავუმატოთ წიწაკა გემოვნებით.
ბადრიჯანი დავჭრათ თხელ და გრელ ნაჭრებად.
ბადრიჯნის ფირფიტებს მოვაყაროთ მარილი,გავაჩეროთ 10 წუთი,რომ გამოუშვას მწარე წვენი.სითხე შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.
ბადრიჯნის ფირფიტები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
მწვანე ხახვი დავჭრათ უხეშად.
პამიდორი დავჭრათ რკალებად.
შემწვარ ბადრიჯნის ფირფიტებს წავუსვათ გულსართი.
ფირფიტებზე დავაწყოთ პამიდორი, მწვანე ხახვი და კამა.
ფირფიტები გადავახვიოთ და მოვასხათ ბალზამიკოს სოუსი.