ინგრედიენტები :
4 კვერცხი ( 200 გრ.)
200 გრ.კარაქი
200 გრ.შაქარი
200 გრ.ფქვილი
1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მომზადების წესები :
გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი
მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .
მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.გაგრძელება იხ. აქ
მარწყვის კონფი:
350 გრ.მარწყვი
15 გრ.სიმინდის სახამებელი
80 გრამი შაქრის პუდრა
მომზადების წესები :
შაქრის პუდრა და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს.
მარწყვი შემოვდგათ ცეცხლზე,როცა წვენს გამოუშვებს ,შევურიოთ სიმინდის სახამებელი პუდრასთან ერთად.როგორც კი მოდუღდება, ვხარშოთ 1-2 წუთი.თუ კონფი ძალიან გაგვისქელდება,დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი.
ხაჭოს კრემი:
400 მლ.ნაღები ( 33%)
350 გრ. 9% ხაჭო
110 გრ. შაქრის პუდრა
ვანილი
მომზადების წესები :
ნაღები და შაქრის პუდრა ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ცალკე დაბლენდერებული ხაჭო და ვანილი.
თითოეული ბისკვიტი გავყოთ 2 ნაწილად.მივიღებთ 4 ფირფიტას.
მარწყვის კონფი და კრემი გავყოთ 3 ნაწილად.
ფორმა ავამაღლოთ აცეტატური პლასტიკით და ჩავდოთ ერთი ბისკვიტი.
ბისკვიტის ირგვლივ კრემი მოვათავსოთ ,შუაში კი მარწყვის კონფი.
მარწყვის კონფი ზემოდან დავფაროთ ისევ კრემით და დავადოთ მეორე ბისკვიტი.
ასეთივე წესით წავუსმევთ კონფს და კრემს მეორე და მესამე ბისკვიტა და ბოლო მეოთხე ფირფიტა დავაფაროთ.ასეთი სახით შევდოთ 6 საათი მაცივარში.
ტორტი გავაფორმოთ ჩვენთვის სასურველი კრემით და გემოვნებით .