biskvitiviqtortia
5/5

ინგლისური ბისკვიტი “დედოფალი ვიქტორია”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

4 კვერცხი ( 200 გრ.)

200 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი

მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ  გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .

მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.

მიქსერს სიჩაქარე დავუწიოთ და შევათქვიფოთ ფქვილი.

მივიღებთ 800 გრ.ცომს.სასურველია ,ცომი გაიყოს ორ ნაწილად და გამოვაცხოთ 400 გრამიანი ორი  ბისკვიტი.

თუ ორი ერთნაირი ზომის ფორმა არ გვაქვს,ჯერ გამოვაცხოთ ერთი ბისკვიტი და შემდეგ მეორე.ცომის  მეორე ნახევარი  გამოცხობამდე გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე,მთავარია სამზარეულოში  ძალიან არ ცხელოდეს.

ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ 400 გრამი ცომი . რომელიც  ძალიან ცხიმიანია და ზეთი არ მოვუსვათ ქაღალდს. გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ  20 წუთი ღუმელში გამოვაცხოთ.

ამ ტორტის ბისკვიტით ძალიან გემრიელი გამოდის მარწყვის,მაყვლის ტორტი.

 

 

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბადრიჯნის კონსერვი პომიდვრით “დედამთილის ენა” – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები 6 ლიტრისათვის : 4 კგ.ბადრიჯანი 1 კგ.პამიდორი 1 კგ.წითელი ბულგარული 100 გრ. ნიორი 4 წითელი  წიწაკა 1160 მლ.9% ძმარი 240 მლ.ზეთი 240 გრ.შაქარი 2

ბარიჯნის კუჭმაჭის კონსერვი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები: 5 კგ. ბადრიჯანი 1 კგ.ბულგარული 750 გრ. წითელი ხახვი 2 თავი   ნიორი ნახევარი არყის ჭიქა ხმელი ქინძი 500  მლ.ზეთი 250 მლ.9% ძმარი ნახევარი არყის

ბადრიჯნისა და სოკოს კუჭმაჭი – ქართული სამარხვო კერძი

ინგრედიენტები: 4 ბადრიჯანი 1 წითელი ხახვი 2 კბილი ნიორი 1 პატარა ზომის წითელი ბულგარული ( შეგვიძლია არც დავუმატოთ) 1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი 100  მლ.ზეთი 0,5

საქონლის ენისა და სოკოს კუჭმაჭი. ელარჯის ჩხირები

ინგრედიენტები 4 ულუფისათვის : 800 გრ.საქონლის ენა 250 გრ.ხის სოკო 100 გრ.ხახვი 50 გრ.პამიდორი 5 გრ.აჯიკა 25 გრ.ქინძი მარილი გემოვნებით მომზადების წესები : მოხარშული ენა

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here