ინგრედიენტები ბისკვიტისათვის:
6 კვერცხი
6 ს.კოვზი შაქარი
6 ს.კოვზი ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)
შაქრიანი ვანილი
მწიკვი მარილი
დიკორაციისათვის :
200 გრ.თეთრი შოკოლადი
200 გრ.ფსტა
მომზადების წესები :
საცხობი ქაღალდისგან გამოვჭრათ 20 სმ დიამეტრის წრეები და ჩავჭრათ ცენტრამდე .დავამზადოთ კონუსები და რომ არ დაგვეშალოს, გვერდები დავამაგროთ კლიფსით.
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 180 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 3 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.
ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას.
ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
ცომით ავასოთ ფორმები და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.
ბისკვიტის ნამცხვარი გავაგრილოთ.
ფუნჯით წავუსვათ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ფსტა .
შოკოლადით გავუკეთოთ მწვერვალი.