ინგრედიენტები :
500 მლ.რძე
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
1 კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეთი
მწიკვი მარილი
კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.
მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი ან ზეთი
თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.
ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ
ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
სამარხვო თხელი ბლინები ;
2 ჭიქა მინერალური წყალი
1,5 ჭიქა ფქვილი
3 ს.კოვზი შაქარი
5 ს.კოვზი ზეთი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ მინერალური წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით.
დავუმატოთ 5 ს.კოვზი ზეთი,კვლავ ავთქვიფოთ.უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
ტაფა გავახუროთ ,მოვუსვათ ზეთი და ბლინები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
თხელი ბლინები რძესა და მინერალურ წყალზე :
2 ჭიქა რძე
2 ჭიქა მინერალური წყალი გაზიანი
2 ჭიქამდე ფქვილი
3 კვერცხი
0,5 ს.კოვზი გამაფხვიერებელი
1 ს.კოვზი შაქარი
0,5 ს.კოვზი მარილი
მომზადების და გამოცხობის წესი იგივეა.
ბლინების რეცეპტი რძესა და მდუღარე წყალზე :
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
მარილი გემოვნებით
2 ს.კოვზი ზეთი
1 ჭიქა მდუღარე წყალი
ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად და თან (თქვეფა არ შევაჩეროთ) წვრილი ჭავლით ჩავასხათ მდუღარე წყალი,შემდეგ ცივი რძე და ჩავყაროთ ფქვილი.
მიქსერით ავთქვიფოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცომს ბოლოს დავუმატოთ ზეთი.
ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,
შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ
ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
თხელი ბლინები კეფირით ან მაწვნით ;
250 მლ.მაწონი
1/4 ჩ.კოვზი სოდა
1 ჭიქა ცხელი წყალი
3 ს.კოვზი ზეთი
2 კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
მარილი
2 ს.კოვზი შაქარი
მაწონში გავხსნათ სოდა.
ფქვილი,მარილი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.
ავთქვიფოთ კვერცხი,შევურიოთ მაწონი სოდასთან ერთად ,შევათქვიფოთ ფქვილი.
ერთგვაროვან ცომს შევურიოთ ზეთი და ჩავასხათ მდუღარე წყალი წვრილი ჭავლით და თან სწრაფად ვთქვიფოთ.
შემდეგ გამოვაცხოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი.
ბლინის ცომი მაწვნით :
2,5 ჭიქა ფქვილი
3 კვერცხი
1 ჭიქა მაწონი ან კეფირი
3 ს.კოვზი ზეთი
0,5 ჩ.კოვზი სოდა
0.5 ჩაის კოვზი მარილი
კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ მაწონი(მასში გახსნილი გვაქვს სოდა),ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ ზეთი და მიქსერით შევათქვიფოთ ფქვილი.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.
ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,
შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ
ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.