ინგრედიენტები ფხვიერი ცომისთვის :
300 გრ.ფქვილი
150 გრ.შაქრის პუდრა
1 კვერცხი(60 გრ)
60 გრ.ნუშის ფქვილი
150 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
ფქვილი ( პურის და ნუშის) ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ გაყინული კარაქი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხი და მოვზილოთ სწრაფად ცომი.
ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.
ცომი გავაბრტყელოთ 2-3 სმ სისქეზე,მივცეთ მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმა.დავჩხვლიტოთ ჩანგლით გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.
კარაქის ბისკვიტი:
180 გრ.კარაქი
180 გრ.შაქარი
150 გრ.კვერცხი
5 გრ.გამაფხვიერებელი
90 გრ.ფქვილი
90 გრ.სახამებელი
2 ლიმონის ცედრა.
კვერცხი,შაქარი და კარაქი ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ლიმონის ცედრა, ერთმანეთში შერეული მშრალი ინგრედიენტები.
ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.
მარწყვის კონფიტიური:
15 გრ.ჟელატინი
500 გრ.მარწყვი
4 ს.კოვზი შაქარი
მარწყვი დავაბლენდეროთ ,შევურიოთ შაქარი და მოვხარშოთ მურაბა.
ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20 წუთი გავაჩეროთ .
მურაბა გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ორთქლზე გამდნარი ჟელატინი.
მოხარშული კრემი პატისიერის რეცეპტი .
2 ს.კოვზ ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .
დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.
ავაწყოთ ტორტი:
ფორმაში პირველ ფენად დავდოთ ფხვიერი ცომისაგან გამომცხვარი ბისკვიტი
დავასხათ კრემის ნახევარი,დავაფინოთ კარაქის ბისკვიტი და დავასხათ კონფიტიური.
ასე შევდოთ საყინულეში.
ზემოდან დავასხათ კრემი და ისევ შევდოთ საყინულეში.
ტორტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვრთოთ მარწყვით.
რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბისკვიტს აცხობს ტრადიციული რეცეპტით და ცომში ამატებს ყაყაჩოს თესლს.
ბისკვიტის რეცეპტია;
6 კვერცხი
6 ს.კოვზი შაქარი
6 ს.კოვზი ფქვილი
80 გრ.ყაყაჩოს თესლი