ფაფუკი ბისკვიტი, არომატული არაჟნის სუფლე და ბევრი მარწყვი – მისი მომზადება დამწყებსაც დიდ სიხარულს ანიჭებს,არაფერს ვამბობთ გამოცდილ დიასახლისებზე. წაიკითხეთ რეცეპტი და მოამზადეთ მისი მიხედვით – თქვენ გამოგივათ !
ინგრედიენტები :
6 კვერცხიანი ბისკვიტი( წაიკითხეთ რეცეპტი)
არაჟნის სუფლე :
450 გრ.არაჟანი
2 კვერცხის ცილა( 60-70გრ)
10 გრ.ვანილი
90 გრ.შაქარი
30 გრ.სიმინდის სახამებელი
ხილის შემავსებელი :
200 გრ.მარწყვი
25 გრ .შაქარი
4 გრ.ჟელატინი
30 მლ.წყალი
დეკორი:
მარწყვი ან ჟოლო,მაყვალი,წითელი მოცხარი
მომზადების წესები :
გამოვაცხოთ ბისკვიტი.
ბისკვიტს გამოვაჭრათ გული ისე, რომ მიიღოს ჯამის (კალათის) ფორმა. შევეცადოთ,რომ ბისკვიტის ჯამის კედლები იყოს 5 მმ სისქის.
ბისკვიტის თასი ჩავდოთ იგივე ფორმაში, რომელშიც გამოვაცხვეთ.
ბისკვიტის ნამცეცები შევინახოთ და მოვამზადოთ ტრაიფლი.
არაჟანს დავუმატოთ შაქარი და სახამებელი.
კვერცხის ცილისა და შაქრიაგან მოვამზადოთ ბეზე.
ბეზე ორ ულუფად შევურიოთ არაჟნის მასას.
ბისკვიტის ჯამი შევავსოთ არაჟნის მასით.
ფორმას გარედან შემოვახვიოთ ფოლგა, რომ ღუმელში არ დაგვეწვას.
ბისკვიტი გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 60 წუთი (შუა თარო )კოვნერსიის გარეშე. გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარები გამოვაღოთ,გავაჩეროთ 30 წუთი.
ბისკვიტი ბოლომდე გავაგრილოთ,გადავაფაროთ პლასტიკი და მაცივარში შევინახოთ 10 საათი.
ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.
მარწყვი დავაბლენდეროთ,შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებიდან 1 წუთის განმავლობაში ვხარშოთ.
ცხელ მარწყვის პიურეში გავხსნათ შაქარი და ჟელატინი.
მარწყვები ლამაზად დავჭრათ.
ტორტზე დავაწყოთ მარწყვის ნაჭრები,მოვასხათ პიურე.