ინგრედიენტები:
300 გრ.მარწყვი
250 გრ.შაქარი
2 ს.კოვზი ჟელატინი
100 მლ.წყალი
მომზადების წესები :
მარწყვი დავაბლენდეროთ, შევურიოთ შაქარი, წყალი, ჟელატინი,კარგად მოვურიოთ და ვადუღოთ 3-4 წუთი.
მარწყვის მინანქარი გავატაროთ საცერში,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა, შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი და გადავასხათ ცივ,მაცივრიდან ახალგამოღებულ ტორტს. მარწყვის მინანქრით შეგვიძლია მოვრთოთ ნამცხვრები და დესერტები.
წყარო : იუთუბი,გადაცემა გურმანია.
0