ინგრედიენტები :
2 კგ. ქათამი
100 გრ.ბრინჯი
50 გრ. გარგრის ჩირი,კურაგა
50 გრ.შავი ქლიავის ჩირი
50 გრ.ნიგოზი
50 გრ.ქიშმიში
მარილი და წიწაკა გემოვნებით
1 დარიჩინის ჯოხი
2 ს.კოვზი თხევადი თაფლი
2 ს.კოვზი სოიოს სოუსი
მომზადების წესები :
ქათამი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ, შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ.
ჩირი ( გარგარი,შავი ქლიავი,ქიშმიში) დავჭრათ,დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი,წყალი გადავასხათ,შევურიოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და ნიგოზი.
ქათამი გამოვავსოთ გულსართით, ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი,ამოვკეროთ კბილის ჩხირებით და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.
ქათამს ზემოდან წავუსვათ გამდნარი კარაქი.
ფარშირებული ქათამი ბრინჯით ადა ჩირის გულსართით( სატენით) გამოვაცხოთ ღუმელში 230 გრადუსზე 1, 5 საათი.
პერიოდულად გადავუსვათ თაფლისა და სოიოს სოუსის ნარევი.
ზემოდან ძალიან რომ არ დაიწვას,შეგვიძლია, გადავაფაროთ ფოლგა.
ქათამი გავაგრილოთ,დავჭრათ.
ქათმის ნაჭრები დავაწყოთ თეფშებზე და შიგთავსი ( გარნირი)ირგვლივ მოვუწყოთ.