f615c962535be2b549b2cc62143ba518
5/5

ბისკვიტის ყველაზე მარტივი ნამცხვარი მარწყვით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

კვერცხი  – 6

შაქარი- 10 გრ

ფქვილი – 120 გრ

სახამებელი -2 ს.კოვზი

გამაფხიერებელი- 2 ჩ.კოვზი

კრემი:

მოხარშული კრემი.წაიკითხეთ რეცეპტი

მომზადების წესები ;

საცხობი ქაღალდი დავჭრათ 15 სმ -ის  კვადრატებად.

კვადრატის ქაღალდებზე  ფანქრით დავხატოთ 12-13 სმ. დიამეტრის  რგოლები.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხის ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი.

მიქსერით კვერცხის ცილისა და შაქრისაგან მოვამზადოთ ბეზე.

მიქსერით ბეზეს  ცალობით შევათქვიფოთ კვერცხის გული.

მასას  ნიჩბით ულუფობით შევურიოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ქაღალდის უკანა ზედაპირზე რგოლები შევავსოთ 1 სუფრის კოვზი ცომით.

ვაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 6-8 წუთი.

ბისკვიტებს ქაღალდი მოვაშოროთ და იმავე ქაღალდზე გავაგრილოთ.

თუ ბისკვიტები  ცხობისას ძალიან გამოგვიშრა, გადავაფაროთ კარგად გაწურული სველი  ტილო და გავაჩეროთ.

მომზადებული კრემი ( თქვენთვის სასურველი)გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ბისკვიტს ცენტრში ზოლად წავუსვათ.

კრემზე დავაწყოთ დაჭრილი მარწყვები.

მარწყვები დავფაროთ კრემით.

ბისკვიტი გადავკეცოთ და გავაფორმოთ მარწყვით.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

დიეტური წიწიბურას და ფარშის კოტლეტები – უკრაინული სამზარეულო

მრავალი წელია ვამზადებ კოტლეტებს ფარშით და წიწიბურათი.ეს ბურღულეული მას  განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს და ფაფუკს ხდის.  ინგრედიენტები : 1 კგ.ქათმის ფილეს ფარში 2 ხახვი 2 კვერცხი

ქათმის კოტლეტები ყაბაყით და ხაჭოთი

ინგრედიენტები : 1კგ..ფარში 200 გრ.ხაჭო 1 ყაბაყი 2 ს.კოვზი  სიმინდის სახამებელი 2 კბილი ნიორი მარილი გემონებით წიწაკა გემოვნებით მომზადების წესები : ქორფა ყაბაყი გავრეცხოთ ,

ხორცის კოტლეტები ხაჭოთი

ინგრედიენტები : 300 გრ.ფარში ( ქათამის,საქონლის ხორცი ) 150 გრ.ხაჭო 1 საშუალო ზომის ხახვი 1 კვერცხი მარილი გემოვნებით წიწაკა გემოვნებით . მომზადების წესები : ხაჭო

ფორთოხლის ესენცია

ინგრედიენტები : 0,75 მლ.არაყი 1 ფორთოხალი ( ან ლიმონი) მომზადების წესები : ავიღოთ პატარა ზომის მინის  ბოთლი,რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეჭირება. ბოთლს  გავუკეთოტ სტერილიზაცია. ფორთოხლის ქერქი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here