საბჭოთა დროს თითქმის ყველა ქალის კულინარიულ რვეულში ნახავდით ჩანაწერს “ტორტი კალათა “.ეს კალათა სავსე იყო ნამცხვარი “მარწყვით”.დღეს გთავაზობთ, ამ დესერტის რეცეპტს და ალბათ,ბავშვობა გაგახსენდებათ.
ინგრედიენტები :
ორცხობილა “იუბილე”-150 გრ
ვაფლი – 130 გრ
ნაღების კარაქი – 50 გრ
შედედებული რძე – 3-4 სუფრის კოვზი
შაქარი
მწვანილის ფოთლები ან მწვანე ფერის კრემი
მომზადების წესები:
დავაბლენდეროთ ორცხობილა და ვაფლი,შევურიოთ კარაქი, შედედებული რძე,მოვზილოთ ისეთი ცომი,რომლითაც ადვილი იქნება მარწყვების გამოძერწვა.
გამოვძერწოთ მარწყვი.
ჭარხალი გავხეხოთ,გავწუროთ და მიღებულ ფერში ამოვსვაროთ მარწყვები.ზოგიერთი კონდიტერი მარწყვის ფორმის ნამცხვრებს წითელი ფერით ღებავს.
მარწყვებს ფოთლები გავუკეთოთ მწვანე ფერის კრემით ან მწვანილის ფოთლებით.
ეს დესერტი შეგვიძლია ასევე მივირთვათ ან გავაფორმოთ ტორტი,ტარტალეტკა.ტორტი ” კალათა” – ში : შეგვიძლია ჩავაწყოთ მარციპანის მარწყვები.წაიკითხეთ რეცეპტი.