ინგრედიენტები :
200 გრ.ფქვილი
100 გრ.მარგარინი
100 გრ.შაქრის პუდრა
4 კვერცხის გული
1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი
მომზადების წესები ;
კვერცხის გულები მსუბუქად ავთქვიფოთ ,შევურიოთ წყალი.
ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ ცივი მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი,რომ არ გაგვითბეს.
ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.
ტარტალეტკის ან ტარტის ფორმებში ჩავდოთ ცომი, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზემოდან დავაფაროთ საცხობი ქაღალდი,დავადოთ სიმძიმე.
ტარტი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი,შემდეგ მოვაშოროთ სიმძიმე და კვლავ გამოვაცხოთ 5 წუთი.
ტარტი გავაგრილოთ ,ამოვავსოთ მოხარშული კრემით,გავაფორმოთ მარწყვით და სხვა კენკროვანებით.
0