ინგრედიენტები :
250 მლ.35% ნაღები
250 გრ.იოგურტი
7 გრ.ჟელატინი
1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
1 ჩ.კოვზი ლაიმას ცედრა
შაქარი გემოვნებით
მომზადების წესები :
ჟელატინი დავალბოთ.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.
წაიკითხეთ ამ კრემით მომზადებული მარწყვის ტორტის რეცეპტი.
იოგურტს შევურიოთ შაქარი,ლიმონის წვენი და ლაიმას ცედრა.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.
ინგრედიენტები მარწყვის კრემისათვის :
250 მლ.იოგურტი
1 ჭიქა მარწყვი
500 მლ. 35% ნაღები
10 გრ.ჟელატინი
შაქარი გემოვნებით
მომზადების წესები :
ჟელატინი დავალბოთ.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.
მარწყვი დავწყლიტოთ,შევურიოთ შაქარი და იოგურტი.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.