ინგრედიენტები :
3 კვერცხი
165 გრ.შაქარი
185 გრ.ფქვილი
მწიკვი მარილი
20 გრ სახამებელი
8 გრ.გამაფხვიერებელი
80 გრ.კარაქი
150 მლ.ბროწეულის ან რომელიმე ხილის წვენი
მომზადების წესები:
ბროწეული გავწუროთ. მაღაზიაში ნაყიდი ბროწეულის წვენი ამ დესერტის მოსამზადებლად არ გამოვიყენოთ.
კარაქი გავადნოთ.
ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი.
კვერცხს დავაყაროთ მწიკვი მარილი,შაქარი და ავთქვიფოთ.
გოგლი – მოგლს შევურიოთ ფქვილი ორ ულუფად.
მიღებულ მასას ჯერ შევურიოთ ბროწეულის წვენი,შემდეგ გამდნარი კარაქი,მოვურიოთ ნიჩბით.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,ჩავასხათ ცომი და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.
გამომცხვარი ბისკვიტი 20წუთი ფორმაშივე გავაციოთ,შემდეგ გადმოვიღოთ,ბოლომდე გავაციოთ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მონიმუმ 2 საათი მაცივარში.