ინგრედიენტები :
3 კვერცხი
100 გრ.შაქარი
10 გრ.გამაფხვიერებელი
220 გრ. ნებისმიერი ხილის კისელის ფხვნილი( მარწყვი,ჟოლო და ა.შ)
180-200 გრ. ხორბლის ფქვილი
2 ს კოვზი ზეთი
მომზადების წესები :
კისელის ფხვნილი გავაფხვიეროთ,არ უნდა დაგვრჩეს კოშტები.
ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი.
ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე, ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ კისელის ფხვნილი.
მიღებულ მასას შევურიოთ ფქვილი.
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
20 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი(ცხიმი მოსმული გვაქვს) და ასევე ცხიმი მოვუსვათ გვერდებზეც.
გამზადებულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 40-45 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი 10 წუთი გავაჩეროთ ფორმაში,შემდეგ გადმოვიღოთ და გავაგრილოთ.ბისკვიტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0