ამ ცომით საბჭოთა დროს ღვეზელებს აცხობდნენ. იგი სამარხვოა ,მომზადება მარტივია და ცალკე ხაშის დამზადებას არ საჭიროებს .ცომი ცხობისას შეიწოვს ძალიან ცოტა ცხიმს.ამავე დროს გამომცხვარი ღვეზელი არის ძალიან რბილი.
ინგრედიენტები :
250 მლ.წყალი ან რძე
15 გრ.ნედლი საფუარი
20 გრ.შაქარი
მწიკვი მარილი
400 გრ.ფქვილი
მომზადების წესები :
წყალში ან რძეში გავხსნათ საფუარი,შაქარი და მარილი,ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გადმოვიტანოთ ზეთმოსმულ მაგიდაზე,დავამუშაოთ,ჩავდოთ თასში( მოსმული გვაქვს ზეთი),დავახუროთ თავსახური,გავაჩეროთ 1-2 საათი ასაფუებლად.
წაიკითხეთ ღვეზელების რეცეპტები.
ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება,ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ,დავახუროთ თავსახური და კიდევ გავაჩეროთ ასაფუებლად .
მიღებული ცომი დავყოთ ნაწილებად და გამოვაცხოთ,ფუმფულა, ნაზი ,გემრიელი ღვეზელები.