mawvnisdeserti
5/5

მაწონი თაფლით ,ნიგვზით , ხილით – ქართული დესერტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ამ ჯანსაღი ქართული დესერტის ძირითადი ინგრედიენტი არის მაწონი ,რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამის გამო იგი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას!

ინგრდიენტები :

250 გრ.მაწონი

2 სუფრის კოვზი თაფლი

2 ს კოვზი ნიგოზი

ხილი მსხალი,ატამი,მარწყვი,ქლიავი და ა.შ  ( თქვენთვის სასურველი)

ან კაკლის მურაბა

მომზადების წესები :

შევარჩიოთ  სოფლის ახალი მაწონი, ქართული ნიგოზი, თხევადი და რბილი არომატის თაფლი .

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.შეგვიძლია გავატაროთ.

ნებისმიერი ხილი დავჭრათ ნაჭრებად.

ჭიქებში გავანაწილოთ მაწონი,მოვასხათ თაფლი,მოვაყაროთ ნიგოზი და მოვრთოთ ხილის ნაჭრებით ან კაკლის მურაბით

ეს ქართული დესერტი ყოველგვარი დანამატების,შაქრის, ცხიმის გარეშე ძალიან ჯანსაღი,სასარგებლო და გემრიელია.

ამ დესერტის არადიეტური ვარიაცია ;

500 გრ.მაწონი

250 მლ.ნაღები

5 გრ.ჟელატინი

1 გრ.მუსკატის კაკალი

2 გრ.დარიჩინი

ნიგოზი

თაფლი

კაკლის მურაბა

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

მაწონსკარგად მოვურიოთ,რომ არ დარჩეს კოშტები.

ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე,ჯერ გავატაროთ საცერში და შემდეგ დავასხათ მაწონს, მოვურიოთ,დავუმატოთ დარიჩინი და მუსკატი.

ნარევში ჩავასხათ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი, მოვურიოთ, გადავიტანოთ ქოთნებში ან ჭიქებში ,შევდოთ 6 საათი მაცივარში.

დესერტს ზემოდან მოვასხათ თაფლი და გავაფორმოთ კაკლის მურაბით, მოხალული ნიგვზით  ან გოზინაყით.თუ დესერტს მოვასხამთ კაკლის მურაბის წვენს,მაშინ არ ვუმატებთ თაფლს.

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here