ინგრედიენტები :
1 კგ. მარწყვი
800 გ.შაქარი
140 მლ.წყალი
მომზადების წესები :
მურაბის მოსამზადებლად შევარჩიოთ მწიფე და არა გადამწიფებული მარწყვი.
სასურველია,მარწყვი იყოს მცირე ზომის,რადგანაც ის არ იხარშება.
ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
სიროფი ვადუღოთ 5-7 წუთი.
ქვაბში გარეცხილი,გასუფთავებული მარწყვი ჩავაწყოთ,დავასხათ სიროფი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გავრილებამდე. პირველად სიროფი იქნება ცოტა,მაგრამ მარწყვი გამოუშვებს წვენს და სიროფი გათხელდება.
მარწყვი გადავწუროთ.სიროფი ისევ მოვადუღოთ, მოვხადოთდუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი,დავასხათ მარწყვს,დავახუროთ თავსხური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.
აე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.
ბოლოს მარწყვის გადავიტანოთ მშრალ სტერილურ ქილებში,დავასხათ ადუღებული სიროფი,მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და შევახვიოთ პლედში და გავაჩეროთ ერთი დღე.
მორჩენილი მარწყვის წვენით შესაძლებელია და ვამზადოთ მარწყვის ლიქიორი ან ჟელე.წაიკითხეთ რეცეპტი.