baranina_v_rukave_v_duhovke
5/5

ღუმელში გამომცხვარი ბატკნის ხორცი ახალი კარტოფილის გარნირით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ბატკნის  ნეკნები ან ბარკალი

250 მლ. მაწონი

2 თავი ხახვი

50 მლ.წყალი

1 ს.კოვზი ღვინო

1  კონა ტარხუნა

1 ჩ.კოვზი მარილი

თავი ახალი ნიორი

1 კგ ახალი კარტოფილი

5-6 ცალი სატაცური თუ სურვილი გვაქვს.

მარილი გემოვნებით

0,5  ჩა.კოვზი შავი დაფქული  წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესები :

მარინადისათვის :  თასში ჩავყაროთ  დაჭრილი ხახვი, ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,მოვასხათ ღვინო,წყალი,მაწონი და ავურიოთ კარგად.

ბატკნის  ნეკნებს ან ბარკალს შევაზილოთ მარინადი  ,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ მთელი ღამე .

მეორე დღეს ბატკნის  ნეკნები ან ბარკალი მარინადიდან ამოვიღოთ,კარგად გავამშრალოთ, ორიევ მხრიდან მოვასხათ ზეთი ,მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30  – 50 წუთი გამოსაცხობად.შევეცადოთ ძალიან არ გამოვაშროთ.

სატაცური დავჭრათ. იგი ბატკნის ხორცს ძალიან უხდება.

ახალი კარტოფილი მოვწალოთ,მოვაყაროთ დაჭრილი ახალი ნიორი,მარილი,დაჭრილი სატაცური( სატაცურს მოწალვა არ უნდა),მოვასხათ ცოტა ზეთი და დავდოთ ბატკნის ნეკნები ან  ბარკალი და ბოლო 15 წუთი ერთად გამოვაცხოთ ღუმელში.

ეს კერძი ძალიან გემრიელია! მივირთვათ მაწვნის სოუსთან ერთად!

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here