315677c60d770ae8bd37876a1e7d1b35
5/5

როგორ მოვბრაწოთ ახალი კარტოფილი კამით,ტარხუნით,რეჰანითა და სატაცურით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ახალი კარტოფილი  სეზონის ჰიტია. იგი  ორჯერ ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს ,ვიდრე ძველი და ამიტომ 30-40 % -ით ნაკლებ კალორიულია.ბავშვებს მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადი კუჭ-ნაწლავი აქვთ და ამის გამო  7 წლამდე ახალი კარტოფილის გასინჯვა რეკომენდირებული არ არის.

მობრაწული ახალი კარტოფილი კამით

ინგრედიენტები :

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

ახალი კარტოფილი ტარხუნით

1 კილო ახალი კარტოფილი

1 კონა ტარხუნა

4 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი

3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მარილი და  დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელსვე მოვაყაროთ დაჭრილი ტარხუნა,მარილი,წიწაკა,მოვასხათ დიჟონის მდოგვი,ამოვურიოთ,ერთი წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე და გადმოვდგათ.

ახალი კარტოფილი სატაცურით

ინგრედიენტები :

1 კგ ახალი კარტოფილი

6  სატაცური

4 კბილი ნიორი

3-4 ღერი რეჰანი

3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მარილი და   დაღერღილი ან მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელსვე მოვაყაროთ დაჭრილი რეჰანი ,სატაცური,დაღერღილი წიწაკა, მარილი, ამოვურიოთ,ერთი წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე და გადმოვდგათ.

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here