დღეს შემოგთავაზებთ კრემიანი ფუნთუშების ძალიან უჩვეულო რეცეპტს ამ დესერტის მომზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ინგრედიენტები :
265 – 300 გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი
8 გრ.საფუარი
2,5 გრ.მარილი
30 გრ.შაქარი
190 მლ.თბილი წყალი
1 კვერცხი
შაქრის პუდრა
15 გრ.მარგარინი
მომზადების წესები :
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.
ამოფუებული ცომი 2 ჯერ ჩავზილოთზეთიანი ხელებით
ინგრედიენტები კრემისათვის :
3 კვერცხის გული
1 ჭიქა რძე
1 ვანილი
2 ს.კოვზი ფქვილი
0,5 ჭიქა შაქარი
კრემში კარაქის დამატება არ არის რეკომენდირებული
მომზადების წესები :
ავადუღოთ რძე.
კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.
ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ რძეში.
კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად. ამ მომენტში შეგვიძლია ჩავაგდოთ 100 გრ.დატეხილი შოკოლადიც.
მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.
ცომიდან მოვამზადოთ ბურთები,გადავაფაროთ ტილო და დაველოდოთ ამოსვლას. თითოეული ბურთი ხელის გულით გავაბრტყელოთ.რთზე ცენტრში დავდოთ კრემი,დავაფაროთ მეორე , ჭიქით შემოვაჭრათ და თან მივაწებოთ კიდეები.
შევწვათ ფრიწიურში ორივე მხრიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.