ინგრედიენტები:
2 კგ.ქათმის ხორცი
4-5 კონა ტარხუნა
3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)
3 კონა მწვანე ხახვი
2 კონა ქინძი
ნახ. ჭიქა წყალი
1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)
მარილი გემოვნებით
10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა
2 ცალი მწვანე წიწაკა
მომზადების წესები :
ქათმის ხორცი დავჭრათ და თავდახურულ ჭურჭელში მოვხრაკოთ ცოტა კარაქში და წვრილად დაჭრილ ხახვში დაბალ ცეცხლზე. დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.
მწვანილები ,მწვანე ხახვი ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.
ქათმის ხორცის მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი,ტყემალი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,დავასხათ ღვინო.,დავახუროთ თავსახური და 3-5 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე,შემდეგ ამოვურიოთ ხის კოვზით .
სულ ესაა! ეს კერძი ძალიან გემრიელია!
თუ ბუნებაში ვამზადებთ კერძს,მაშინ ქვაბში ჩავასხათ წყალი ( ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას) და ხორცი მწვანილთან ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ.ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი,წიწაკა .ზემოდან მოვასხათ ღვინო.ქვაბს თავი დავახუროთ და წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება ,დავაყაროთ ტყემალი.
ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ღვინოს ცოტა წყალს შეურევს .250 მლ. ღვინოს უმატებენ 100 მლ. წყალს.