rulet-s-orehami-iz-drozzevogo-testa-770x513
5/5

სააღდგომო ნიგვზიანი რულეტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1,5 კგ კულიჩის ცომი

გულსართისათვის:

500 გრ.ნიგოზი ან თხილი

150 გრ.შაქარი

150 გრ.ქიშმიში

50 გრ.კაკაო

სიროფი :

100 მლ.წყალი

30 მლ.შავი რომი

100 გრ.შაქარი

 

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი,ჩავასხათ რომი და აუცილებლად გავაგრილოთ.გრილ სიროფში ჩავყაროთ ქიშმიში.ეს ნაბიჯი აუცილებელია,რომ ცხობისას ქიშმიშმა  ცომიდან სისველე არ აიღოს . თასს გადავაფაროთ თავზე  და მთელი ღამით შევინახოთ მაცივარში.

ქიშმიში გადავწუროთ და საწურზე დავწრიტოთ.

ნიგოზი გავატაროთ მსხვილ ბადეში.

შაქარი, კაკაო,ნიგოზი,ქიშმიში შევურიოთ.

კულიჩის ცომი დავყოთ  300 გრამიან გუნდებათ.

ცომი გავაბრტყელოთ,წავუსვათ გულსართი.ნაპირებიდან 2 – 3 სანტიმეტრი დავტოვოთ ნიგვზის გარეშე და გადავახვიოთ რულეტი.

რულეტი გადავიტანოთ  საცხობ ფირფიტაზე ,გადავაფაროთ და დაველოდოთ ამოსვლას.ამოსულ ცომს  ფრთხილად გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

თუ შევამჩნევთ  ძალიან იბრაწება,გადავაფაროთ ფოლგა და 140 გრადუსამდე დავწიოთ ტემპერატურა.

წაიკითხეთ  კულიჩის ცომის რეცეპტი .

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ჩიაბატა – იტალიური პური ხრაშუნა კანით და დიდი ნასვრეტებით

ინგრედიენტები : 300  მლ ცივი წყალი 500 გრ.ფქვილი 24 გრ.ცოცხალი საფუარი ან 8 გრ.მშრალი საფუარი 50 მლ.ზეითუნის ზეთი ან ზეთის ხილის მარცვლები იტალიური სუნელების  ნაკრები

ცოცხლად შენახული ფეიხოა ნიგვზით და თაფლით

ინგრედიენტები : 1 კგ ფეიხოა 1 ,200 კგ.შაქარი  ან თაფლი 1/4 ლიმონი ნიგოზი გემოვნებით ( სურვილისამებრ) მომზადების  წესები : ფეიხოა გავრეცხოთ ,მოვაჭრათ  ზედა ნაწილი თავი ,გავამშრალოთ.

ფრანგული ბაგეტი

წაიკითხეთ,თუ როგორ უნდა გამოვაცხოთ ფრანგული პური სახლის პირობებში. ინგრედიენტები: 350 მლ. წყალი 500 გრ. ფქვილი 6 გრ. საფუარი 0,5 ჩაის კოვზი შაქარი 0,5 ჩაის კოვზი

პიტა- აღმოსავლეთური პური

თუ თქვენ ეძებთ ქუჩის შაურმის ან ჰოთ-დოგის ალტერნატივას, სცადეთ პიტა, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი გულსართით.  პიტა ბრტყელი პურია. მას  იყენებენ ქუჩის საკვების ალტერნატივად, სენდვიჩების, ღვეზელების

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here