აღდგომის სუფრის მთავარი გმირი არის შესანიშნავი, სურნელოვანი, ლამაზი და გემრიელი სააღდგომო კულიჩი ! რეცეპტის ავტორია შეფ – მზარეული,კონდიტერი ელიზაბეტ გლინსკაია,რომელიც გვასწავლის კულიჩის( პასკა) მომზადებას ფრანგული ბრიოშის ტექნოლოგიის საფუძველზე.
ინგრედიენტები :
ოპარა:
150 გრ.ფქვილი
170 მლ.რძე
1 გრ.მშრალი საფუარი
0,5 გრ.ნედლი საფუარი
ინგრედიენტები ცომისათვის:
500 გრ.ფქვილი
320 გრ.ოპარა
80 გრ.შაქარი
10 გრ.მარილი
40 გრ.თაფლი( ინვენტური შაქარი – ტრიმოლინი)
24 გრ.მშრალი საფუარი ან 5 გრ.ნედლი
300 გრ.ცივი კვერცხი
250 გრ. ცივი ნაღების კარაქი
150 გრ.ქიშმიში
სიროფი :
100 მლ.წყალი
30 მლ.შავი რომი
100 გრ.შაქარი
შვეიცარული მერენგა:
150 გრ.ცილა
300 გრ.შაქარი
დეკორი:
თხილი,ნიგოზი,ცუკატები
მომზადების წესები :
მოვადუღოთ სიროფი, ჩავასხათ რომი და აუცილებლად გავაგრილოთ.გრილ სიროფში ჩავყაროთ ქიშმიში. ეს ნაბიჯი აუცილებელია,რომ ცხობისას ქიშმიშმა ცომიდან სისველე არ აიღოს . თასს გადავაფაროთ თავზე და მთელი ღამით შევინახოთ მაცივარში.
მოვამზადოთ ოპარა: ოდნავ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ფქვილი.თუ ვიყენებთ მშრალ საფუარს,იგი შევურიოთ ჯერ ფქვილს და შემდეგ რძეს.გადავაფაროთ თავზე პლასტიკი და დაველოდოთ აფუებას.თუ ოთახში 21 გრადუსი გვაქვს 5-6 სააათი ჭირდება ამოსვლას.
ფქვილი გავცრათ,შევურიოთ საფუარი და მარილი.
ცივი ნაღების კარაქი კუბებად დავჭრათ..
ალბათ თქვენ დაგებადათ შეკითხვა,რატომ ვუმატებთ ცივ კვერცხებს და კარაქს.ეს იმიტომ,რომ მოზელვის პერიოდში ცომი არ უნდა გადახურდეს.
კომბაინის თასში , რომელშიც უნდა მოვზილოთ კულიჩის ცომი,გადავიტანოთ ოპარა,ჩავახალოთ ცივი კვერცხები,დავუმატოთ შაქარი, თაფლი ან ტრიმოლინი და დაბალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ.შემდეგ შევაზიოლოთ ფქვილი( ვზილოთ მიქსერით 5-7 წუთი და ბოლოს კი კუბებად დაჭრილი კარაქი.უნდა შევაზილოთ 10-15 წუთი. ზელვისას არ უნდა მოვუმატოთ სიჩქარეს.
მივიღებთ წებოვან და თხელ ცომს.
ცომი გადავიტანოთ სხვა თასში,გადავაფაროთ თავზე და მოვათავსოთ თბილ ადგილას 2 საათი.
ამოსული ცომი ჩავზილოთ,გადავაფაროთ ისევ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში არანაკლებ 12 საათი. ეს არის ბრიოშის მომზადების ფრანგული ტექნოლოგია.მაცივარში ცომი თავიდან ამოვა.
ცომს რატომ ვინახავთ მაცივარში?მაცივარში საფუარი ნელა მოქმედებს და ცომი ნელა ამოდის, როცა სითბოში გამოვიტანთ ის ძალიან სწრაფად იწყებს მოქმედებას.
ქიშმიში დავყაროთ საცერზე და დავწრიტოთ.
ფორმებს წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.
თუ ქაღალდის ფორმები გვაქვს ცხიმს აღარ მოვუცხებთ.
ცომი შეიცავს დიდი რაოდენობით კარაქს. ხელების სითბო კარაქს გაალღობს.ეს რომ არ მოხდეს , ცომი წინასწარ არ გამოვიღოთ მაცივრიდან.
ცომი დავყოთ სამ 500 გრამიან გუნდად.
ქიშმიშიც გავყოთ სამ ნაწილად.
ცომის ერთ გუნდას შევაზილოთ ერთი ნაწილი ქიშმიში და მოვათავსოთ ფორმაში.
ასევე შევაზელთ ქიშმიშს ცომის დანარჩენ გუნდებს და მათაც მოვათავსებთ ფორმებში.გადავაფარებთ და გავაჩერებთ 2 საათი.
გაცხობთ 170 გრადუსზე 30-35 წუთი.
მოვამზადოთ შვეიცარული მერენგა; კვერცხის ცილაში ჩავყაროთ შაქარი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ . შაქრის კრისტალები უნდა გადნეს კვერცხის ცილაში. მერენგა ავთქვიფოთ მიქსერით მივიღებთ თხელ,წელვად მასას.ასეთი თხელი მას კულიჩის თავზე სწრაფად გაშრება.
მერენგა გადავიტანოთ სხვა გაშლილ თასში და მასში კულიჩის თავები ამოვსვაროთ.
კულიჩს მოვაყაროთ დეკორი.
წყარო : იუთუბი 2020 წლის 12 მარტი.