სამეფო პასკა – ნამდვილად ამართლებს სახელს! ინგრედიენტების მიხედვით იგი ძვირი გამოდის,მაგრამ ის ხომ სამეფოა.გამოაცხვეთ პასკა ამ რეცეპტით და მიიღებთ დიდ სიამოვნებას!
ინგრედიენტები :
6 ჭიქა ფქვილი(200 მლ)
3 ჭიქა 20-22% ნაღები ( 200 მლ) ან 3,2 % რძე
200 გრ.კარაქი
1 ჭიქა შაქარი ( 200 მლ)
10 გრ.საფუარი
15 კვერცხის გული
40 გრ.ილი
7 გრ. დაფქული მუსკატის კაკალი
30 გრ.ქიშმიში
ნუში გემოვნებით
მომზადების წესები :
3 ჭიქა ფქვილს შევურიოთ საფუარი ,დავასხათ 1 ჭიქა ნაღები,მოვზილოთ ცომი და დაველოდოთ ხაშის აფუებას.
აფუებულ მასას შევათქვიფოთ შაქარი,კვერცხის გულები და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი.
კარაქი სასურველია,წინასწარ კუბებად დავჭრათ,რომ ადვილად შევათქვიფოთ.
მიღებულ მასას შევურიოთ დარჩენილი ფქვილი, ნაღები, მუსკატის კაკალი, ილი, გადავაფაროთ და დაველოდოთ ამოსვლას.
ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ საფანელი.
ამოფუებულ ცომს შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი ნუში.
ცომი დავყოთ გუნდებად და ფორმები ნახევრამდე შევავსოთ .
ფორმებში ცომი კიდევ ამოვა და შეავსებს.
შევდოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
სულ ესაა! გააფორმეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით!