ყაბაყი – ვიტამინებისა და სხვადსხვა ნივთიერებიების მდიდარი შემცველობის წყალობით შეუცვლელი პროდუქტია მრავალ დაავადებასთან ბრძოლაში.ყაბაყი C ვიტამინს ბევრად მეტს შეიცავს ვიდრე ვაშლი ან ქლიავი და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს,ვიდრე სხვა ხილ -ბოსტნეული.ჩვენ მას დავუმატებთ კარტოფილს,სტაფილოს და მოვამზადებთ სამარხვო ყაბაყის კატლეტებს მთელი ოჯახისათვის.
ინგრედიენტები:
3 ყაბაყი
3 კარტოფილი
2 სტაფილი
1 ჭიქა ფქვილი
მარილი,პილპილი გემოვნებით
კამა და მწანე ხახვი გემოვნებით
მომზადების წესები :
კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და მოვხარშოთ.მოვამზადოთ პიურე.
ყაბაყი გავთალოთ,გავხეხოთ და გამოშვებული წვენი გადავწუროთ.
სტაფილო გავხეხოთ.
პიურეში შევურიოთ გახეხილი ყაბაყი,სტაფილი, დაჭრილი მწვანილები,მარილი,პილპილი,ფქვილი და დავამზადოთ კატლეტების ბურთულები.
ყაბაყის სამარხვო კატლეტები შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.
ეს სამარხვო კატლეტები ძალიან გემრიელია!