ქართული ბოსტნეულის სუპი იმდენად ნოყიერია, რომ მასში ხორცის არ არსებობა არ შეიმჩნევა . ასეთი სუპის მირთმევა მათაც შეუძლიათ , ვინც არ მარხულობს, მაგრამ ჯანსაღი კვება ურჩევნია.
ინგრედიენტები :
120 გრ.ხახვი
120 გრ.წითელი ბულგარული
120 გრ.სტაფილო
12 გრ.ნიორი
170 გრ.კარტოფილი
170 გრ.წითელი ლობიო კონსერვირებული
120 გრ.ყაბაყი
120 გრ.ნიახურის ძირები
50 მლ.ზეითუნის ზეთი
50 მლ.ზეთი
15 გრ.ოხრახურშის ფოთლები
1 გრ.შავი დაფქული წიწაკა
20 გრ.მარილი
2,5 ლიტრა წყალი
1 გრ.ხმელი სუნელი
მომზადების წესები :
კარტოფილი,სტაფილი,ყაბაყიკანიანად,ნიახურის ძირები,ხახვი დავჭრათ კუბებად.
ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მასში მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე სტაფილო,შევეცადოთ არ დაგვეწვას.
ქვაბში ჩავამატოთ ხახვი,მოვშუშოთ და შემდეგ ჩავდოთ ნიორი ზუსტად ერთი წუთი.ნიორი გამოუშვებს არომატს,მაგრამ არ უნდა დაიწვას.
შემდეგ ჩავამატოთ ქვაბში ბულგარული,ნიახური,ყაბაყი და ნახევარდ მოვამზადოთ.
ქვაბში ავადუღოთ წყალი,გადავიტანოთ მოშუშული პროდუქტი,მივიყვანოთ ადუღებამდე და ნახევრად მოვხარშოთ.
კერძს დავუმატოთ ლობიო,ყაბაყი და ვადუღებთ 3 წუთი.ბოლოს კერძში ჩავყაროთ ხმელი სუნელი,მარილი,წიწაკა.წვნიანს სუფრასთან მიტანის წინ წვნიანს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში.
წყარო: https://www.gastronom.ru. რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე შეფმზარეული რუსუდან შამათავა.