ინგრედიენტები :
1 კგ.კარტოფილი
150 გრ.ყველი
200 მლ.ნაღები
2 ს.კოვზი ხახვი
2 ტოტი მწვანე ხახვი
1 დაფნის ფოთოლი
3 ბაჰარი
1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
მარილი და წიწაკა გემოვნებით
პაპრიკა გემოვნებით
2 ღერი ქონდარი
მომზადების წესები :
მწვანე ხახვი გავრეცხოთ,გავამშრალოთ და თეთრი ბოლოები დავჭრათ. ხახვის მწვანე ნაწილი ამ კერძში არ დაგვჭირდება.
კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ და კუბებად დავჭრათ.
ბულგარული გავრეცხოთ, თესლები გამოვუღოთ და წვრილად დავჭრათ.
სქელძირიან ქვაბში ხახვის თეთრი ბოლოები მოვშუშოთ ერბოში,დავუმატოთ ბულგარული,კარტოფილი,დაფნის ფოთოლი,ქონდარის 2 ტოტი,ბაჰარის მარცვლები,ვშუშოთ 3-4 წუთი,დავასხათ ბულიონი და კერძი ვხარშოთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.
მოდუღებული კერძიდან ამოვიღოთ ქონდარი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარის მარცვლები.
კერძი დავაბლენდეროთ,შევურიოთ ნაღები, ნახევარი გახეხილი ყველი,პაპრიკა,მარილი,წიწაკა,ისევ დავაბლენდეროთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ამის შემდეგ კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
წვნიანი დავასხათ თეფშებზე,მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და მოვრთოთ ქონდარით.