ინგრედიენტები :
500 გრ.კარტოფილი
300 გრ. ქათმის ხორცი
მარილი,წიწაკა,სანელებლები ფარშისათვის
100 გრ.ხახვი
100 გრ.სტაფილო
100 გრ.წითელი ბულგარული
ზეთი
2 ლიტრი ქათმის ბულიონი
მწვანილი სურვილისამებრ
მომზადების წესები :
ქათმის ფარშს დავუმატოთ მარილი,წიწაკა და სანელებლები სურვილის მიხედვით,შევდოთ მაცივარში ცოტა ხნით.
კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ და მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში.
სანამ კარტოფილი იხარშება ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული.
ცალკე ტაფაზე კი მშრალად მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი,გასუფთავებული სტაფილო.
ქვაბში,რომელსიც იხარშება კარტოფილი გადავიტანოთ მოშუშული ხახვი, ბულგარული და სტაფილო.
მაცივრიდან გამოვიღოთ ქათმის ფარში,მოვამზადოთ გუფთები,ფრიკადელკები , ჩავყაროთ კერძში და კერძის მომზადება გავაგრძელოთ ფრიკადელკების,გუფთების მოხარშვამდე.წვნიანის მომზადებამდე 3-4 წუთით ადრე შეგვიძლია ჩავყაროთ დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.