ინგრედიენტები :
1 კვერცხი
1 ჩ.კოვზი შაქრის პუდრა
1 ჩ.კოვზი მდოგვი
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი გემოვნებით
150 მლ . მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესები :
როგორ მოვამზადოთ მაიონეზი მიქსერით.
კვერცხი და მდოგვი ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.
მიქსერი ვაბრუნოთ ერთი მიმართულებით .მდოგვი აუცილებელია კვერცხის გასასქელებად.
შემდეგ ჩავამატოთ შაქრის პუდრა,მარილი და ამის შემდეგ წვეთ-წვეთობით ჩავამატოთ ზეთი.თან ვთქვიფოთ,თქვეფა არ შევაჩეროთ.
ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი.
როგორ მოვამზადოთ მაიონეზი ბლენდერით .
ბლენდერის ჭიქაში ჯერ ჩავდოთ კვერცხი,შემდეგ ჩავდოთ მდოგვი, ჩავყაროთ შაქრის პუდრა,მარილი , დავაბლენდეროთ ,დავასხათ ზეთი და ბოლოს ლიმონის წვენი.
ჩავდოთ ბლენდერი ჭიქის ფსკერამდე,ჩავრთოთ,გავაჩეროთ ჩართული 5 წამი და შემდეგ ვამოძრაოთ ქვემოდან ზემოთ მაიონეზის გასქელებამდე.
ასევე წაიკითხეთ, როგორ მოვამზადოთ მაიონეზი “პროვანსალი “
რჩევა.
სასურველია ბლენდრი იყოს მძლავრი და ყველა პროდუქტს ჰქონდეს ერთნაირი ტემპერატურა.