ინგრედიენტები :
100 გრ.ფინიკი
50 გრ.ნიგოზი
225 გრ.თაფლი
120 გრ. კარაქი
220 გრ.ფქვილი
150 მლ.რძე
1 ჩ.კოვზი დარიჩინი
1 ჩ.კოვზი სოდა
2 კვერცხი
შაქრის პუდრა
მომზადების წესები :
ფქვილი ,დარიჩინი და სოდა შევურიოთ.
ნიგოზი და ფინიკი დავჭრათ.
კვერცხი ავთქვიფოთ და თანმიმდევრობით შევათქვიფოთ ,კარაქი თაფლი და რძე.
თხევად მასას შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და დავუმატოთ ნახევარი ნიგოზი,ფინიკი.
ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,გადავიტანოთ ცომი ,მოვაყაროთ დარჩენილი ნიგოზი და ფინიკი და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 40-50 წუთი.
კექსი ფორმაშივე გავაგრილოთ,შემდეგ გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0