ინგრედიენტები :
600 გრ.ხაჭო
110 გრ.კარაქი
3 კვერცხი
225 გრ.ფქვილი
1 ს.კოვზი შაქარი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
მომზადების წესები :
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი .
ხაჭო დავაბლენდეროთ და შევურიოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 60 გრ.კარაქი.
ხაჭოს მასას დავუმატოთ კვერცხიანი მასა,დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
50 გრ.კარაქი გაზზე გავადნოთ.
დაფას მოვაყაროთ ფქვილი. ცომს მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 1,5 სმ სისქის ვარენიკები.
ვარენიკები მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში 5 წუთი.მოხარშულ ვარენიკებს მოვასხათ გამდნარი კარაქი.მივირთვათ არაჟანთან ან მურაბასთან ერთად.
0