Торт-Пани-Валевска
5/5

ნამცხვარი ” ოპიუმი “

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ცომი :

3 კვერცხი

150 გ შაქარი

150 გ  ოთხის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

250 გ ფქვილი

3 ს.კოვზი არაჟანი

1 ჩაის  კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

კრემი :

400 მლ.რძე

4 კვერცხის გული

200 გრ.შაქარი

10 გრ.ვანილიანი შაქარი

40 გრ.სიმინდის სახამებელი

150 გრ.კარაქი

ვანილი

ბეზე :

4 კვერცხის ცილა

180 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

10 გრ.სახამებელი

გულსართი:

შინდის , ალუბლის ჯემი,ჟოლოს ან ლიმონის ჯემი

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ცომი: კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შევათქვიფოთ არაჟანი, ვანილი,გამაფხვიერებელი და ფქვილი.მოვზილოთ ცომი .

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი და მასზე გავაბრტყელოთ ცომი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

მოვამზადოთ ბეზე. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ლიმონის წვენთან ერთად,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა და ბოლოს ჩავყაროთ სახამებელი, ნიჩბით მოვურიოთ .

გამოვიტანოთ ღუმელიდან ფირფიტა,ჯერ წავუსვათ ჯემი,შემდეგ ბეზე გადავანაწილოთ და მოვაყაროთ დატეხილი ნიგოზი.ისევ შევაბრუნოთ ნამცხვარი ღუმელში და დავასრულოთ გამოცხობა 150 გრადუსზე 30 წუთი.

კრემის მომზადება :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. არ დაგვავიწყდეს, უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.

ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და  კრემი  კოვზობით შევათქვიფოთ.

რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.

გამომცხვარი ნამცხვარი გავჭრათ შუაზე,გავაგრილოთ .

სინზე დავდოთ ბისკვიტის ერთი ნახევარი, წავუსვათ კრემი,დავადოთ ბისკვიტის მეორე ნახევარი.ეს უგემრიელესი ნამცხვარი მზად არის!

 

 

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ქლიავის და ვაშლის ჯემი

ინგრდიენტები ; 1,5  კგ.ქლიავი 1.5 კგ. ვაშლი 2 კგ. შაქარი 1 ლიმონის წვენი და ცედრა 5 სმ. ჯანჯაფილი მომზადების წესები :   ქლიავი გავრეცხოთ და

მუსაკა ( ბადრიჯანი ხორცით და ყველით) – ბერძნული სამზარეულო

ინგრედიენტები : 600 გრ.ბადრიჯანი 400 გრ.კარტოფილი 150 გრ.მაგარი ყველი 30 გრ.საფანელი 100 მლ.ზეთი 90 გრ.მარილი სოუსი ბეშამელი : 50 გრ.კარაქი 100 გრ.ფქვილი 1 ლიტრი რძე

ბადრიჯნის კონსერვი პომიდვრით “დედამთილის ენა” – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები 6 ლიტრისათვის : 4 კგ.ბადრიჯანი 1 კგ.პამიდორი 1 კგ.წითელი ბულგარული 100 გრ. ნიორი 4 წითელი  წიწაკა 1160 მლ.9% ძმარი 240 მლ.ზეთი 240 გრ.შაქარი 2

ბადრიჯნის კუჭმაჭის კონსერვი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები: 5 კგ. ბადრიჯანი 1 კგ.ბულგარული 750 გრ. წითელი ხახვი 2 თავი   ნიორი ნახევარი არყის ჭიქა ხმელი ქინძი 500  მლ.ზეთი 250 მლ.9% ძმარი ნახევარი არყის

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here