ინგრედიენტები :
100 გრ.სტაფილო
150 გრ. ქამა სოკო
60 გრ ყველი გაუდა
150 გრ ხახვი
30 მლ.ზეითუნის ზეთი
30 გრ. კარაქი
50 მლ.თეთრი მშრალი ღვინო
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
სოკო და ბოსტნეული დავჭრათ.
ხახვი და სტაფილო ერთად მოვშუშოთ ზეთში და კარაქში.
მოშუშულ ბოსტეულს ვუმატებთ სოკოს და კიდევ 5 წუთი ვშუშავთ.
მოშუშულ მასას დავასხათ ღვინო ,კიდევ 5 წუთი ვშუშავთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე გადავიტანოთ.როგორც კი ქაღალდის ხელსახოცი გაიჟღინთება ზედმეტი ცხიმით, ჩავყაროთ თასში,მოვასხათ სოუსი “ბეშამელი “,გადავანაწილოთ თიხის ქოთნებში,მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წუთი. ასევე წაიკითხეთ “ჟარკოე “
0