esterhazy-cake-sliced-on-white-plate-top-view-picture-id985014120
5/5

ევროპაში სახელგანთქმული ტორტი “ესტერხაზი” – უნგრული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ფენები:

250 გრ.ცილა

250 გრ.შაქრის პუდრა

250 გრ.ნუშის ფქვილი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

50 გრ.შაქრის პუდრა მოსაყრელად

კრემი:

400 გრ.რძე

100 გრ.შაქარი

10 გრ.შაქრიანი ვანილი

110-120 გრ.კვერცხის გული

35 გრ.სიმინდის სახამებელი ან ფქვილი

250 გრ.ნაღების კარაქი

30 გრ.რომი

დეკორი:

40 გრ.გარგლის ჯემი

100 გრ.თეთრი შოკოლადი

50 გრ.შავი შოკოლადი

40-50 გრ.ნუშის ფანტელები მოსაყრელად

მომზადების წესები :

კვერცხის ცილა ჩავასხათ თასში,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათი.( საიდუმლო ნომერი1).

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ,ნელნელა ჩავაყაროთ შაქრის პუდრა.მიღებულ ბეზეს შევურიოთ ნუშის ფქვილი და დარიჩინი .

ნუშის ფქვილის ნაცვლად ზოგიერთი კონდიტერი  იყენებს  წმინდად დაფქული ნიგვზის ფქვილს.

ცომი გავყოთ 6 ნაწილად.

საცხობ   ქაღალდზე შემოვხაზოთ ფანქრით 22 სმ დიამეტრის  რგოლები და შაბლონების სიგნით  წავუსვათ ცხიმი.

ცომი გადავიტანოთ კონტეინერში და ცილოვანი მასა გადავანაწილოთ .

საიდუმლო ნომერი 2.

მივაქციოთ ყურადღება: ექვსივე  შაბლონს ვავსებთ  ცილოვანი ცომით და აუცილებლად უნდა მოვაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრა,რომ წარმოიქმნას ქერქი.ასეთ შემთხვევაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცომი არ დაჯდება,სანამ ცხვება სხვები.

გამოვაცხოთ ფირფიტები 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

მოხარშული კრემის მომზადების რეცეპტი.

კრემი ზემოდან და გვერდებზე ხუთ ფენას წავუსვათ.ზემოდან წავუსვათ გარგლის ჯემი და გადავასხათ  ორთქლის აბაზანაზე გამდნარი თეთრი შოკოლადი.

შავი შოკოლადიც გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე  და შემოვხაზოთ წრეები ისე როგორც სურათზე არის ნაჩვენები.ირგვლივ მოვაყაროთ ნუშის ფანტელები .შევინახოტ მაცივარში 12 საათი.

ხის ჩხირით ან დანის წვერით რვა ხაზი ცენტრიდან ნაპირებისკენ გავავლოთ.

ირგვლივ მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ეს დესერტი ძალიან გემრიელია !

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

უგემრიელესი ხაჭოს ფუმფულა პასკა ღუმელში გამომცხვარი

თუ თქვენ ხაჭოს მოყვარული ხართ,მაშინ ჩაიწერეთ და დაიმახსოვრეთ ეს რეცეპტი! ხაჭოს კულიჩი,ღუმელში გამომცხვარი,წარმოუდგენლად გემრიელია. ინგრედიენტები : 500 გრ.ხაჭო 100 გრ.კარაქი 150 გრ.შაქარი 1 სუფრის კოვზი

კულიჩი ”კრაფინი” – თანამედროვე უცხოური სამზარეულო

ინგრედიენტები : 650 გრ.ფქვილი 200 მლ.რძე 12 გრ.საფუარი 3 კვერცხის გული 2 დიდი ზომის კვერცხი 50 მლ.ფორთოხლის წვენი 30 გრ.თაფლი 130 გრ.შაქარი 1 ფორთოხლის ცედრა

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here