42e2613b3c10ee08adcfe82c5604fcef
5/5

მანდარინის ტორტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრდიენტები :

ბისკვიტი:

130 გრ.ფქვილი

30 გრ. სიმინდის სახამებელი

90 მლ.რძე

60 მლ.ზეთი

4 ცილა

2 კვერცხის გული

105 გრ.შაქარი

1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

10 გრ.შაქარიანი ვანილი

კრემი :

400 გრ.არაჟანი

200 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

1 კვერცხის გული

5 გრ.შაქრიანი ვანილი

20 გრ.სიმინდის სახამებელი

გასაფორმებლად:

ერთი ფილა შოკოლადი( თეთრი)

კალინას ( ვიბურუნი) ტოტები

7-8 მანდარინი

50 გრ.ნაღები

ინგრედიენტები ორნამენტების დასამზადებლად:

60 გრ.შაქარი

30 მლ.წყალი

ნაძვის ტოტები

მომზადების წესები :

პირველ რიგში ვაცხობთ ბისკვიტს: ფქვილი,გამაფხვიერებელი,სახამებელი შევურიოთ და გავცრათ.

რძიან ჭიქაში ჩავასხათ ზეთი და მოვურიოთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ  50 გრ. შაქართან და შაქრიან ვანილთან ერთად.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და 55 გრ. შაქარი.

გათქვეფილ კვერცხის გულებს მიქსერით ულუფობით შევათქვიფოთ მომზადებული მშრალი ინგრედიენტები და უკვე ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ გათქვეფილი კვერცხის ცილა.

20 სმ დიამატრის ფორმას წავუსვათ  ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ  170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბისკვიტი გავაციოთ და გავჭრათ სამ ნაწილად.

მოვამზადოთ მოხარშული არაჟნის კრემი :

არაჟანი,ვანილი,კვერცხის გული ,შაქარი,სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.ვურიოთ განუწყვეტლივ კრემის გასქელებამდე.შესქელებულ მასას დაეტყობა სათქვეფით ხაზები.გადავიტანოთ სხვა თასში და გავაგრილოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ და კოვზობით შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული არაჟნის კრემი.

ფორმა, რომელშიც გამოვაცხვეთ ბისკვიტი ( ძირი მოვაშოროთ), დავდოთ დიდი ზომის თეფშზე,ჩავდოთ ბისკვიტის ერთი ფენა,წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მანდარინის დაჭრილი ლებნები,დავაფინოთ მეორე ფენა,ისევ კრემი წავუსვათ ,მოვაყაროთ  ისევ მანდარინის ლებნებს,დავაფარებოთ   ბისკვიტის მესამე ფენა.,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და შევდოთ მაცივარში 4-5 საათი.

ტორტი მაცივრიდან გამოვიტანოთ,მოვხსნათ ფორმა,დავაფაროთ თეფში და გადმოვაბრუნოთ.

შოკოლადის ფილას დავასხათ ნაღები,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,გადავიტანოთ ტომარაში  და ტორტის გვერდებზე ჩამოვაწვეთოთ. შემდეგ კი ტორტის ზედაპირზე გავანაწილოთ.

მოვადუღოთ სიროფი.

მანდარინის ლებნები და კალინას ტოტები სიროფში ამოვავლოთ და შემდეგ ამოვსვაროთ შაქარში.

ტორტი გავაფორმოთ მანდარინის ლებნებით,კალინას ღეროებით და ნაძვის ტოტებით.

ეს ტორტი ძალიან გემრიელია!

დესერტი  მზად არის !

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ცხვრის ხორცი კომშით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები : 1200 გრ.ცხვრის ხორცი 180 გრ.ხახვი 1 კგ. ტკბილიკომში 1 ს.კოვზი შაქარი,გვჭირდება თუ კომში ტკბილი არ არის. 1/2 ჩ.კოვზი დარიჩინი 1 ს.კოვზი ერბო მარილი

დიეტური ქატოს კექსები

როდესაც დიეტაზე ხარ,გსურს მიირთვა  რაიმე  გემრიელი და ჯანსაღი, მაშინ საშველად დიეტური ქატოს მაფინები მოვა.ცადეთ და მოამზადეთ  დიეტური მაფინები ვაშლით, ქატოთი  და ქიშმიშით! ინგრედიენტები : შვრია

კარტოფილი ჰერცოგულად

ინგრედიენტები : 1 კგ.კარტოფილი 5 კვერცხი( 1 მთელი+ 4კვერცხის გული) 100 გრ.კარაქი 1 ჩ.კოვზი მარილი 1/4ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი მომზადების წესები : კვერცხი და კვერცხის გულები

5 საუკეთესო რეცეპტი კარტოფილის მოსამზადებლად

კარტოფილი გლეხურად ინგრედიენტები : 6 კარტოფილი 250 გრ.ყველი 50 გრ.კარაქი მარილი გემოვნებით მომზადების წესები : კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავჭრათ 4 ნაწილად და მოვხარშოთ. ნახევრად  მოხარშული კარტოფილებს

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია