ინგრედიენტები :
300 გრ.მაკარონი
600 გრ.ფარში
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ს.კოვზი ზეთი
2 ს.კოვზი ტომატ-პასტა სურვილის მიხედვით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
მაკარონი მოვხარშოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.
ხახვი დავჭრათ ,ნიორი დავჭყლიტოთ.
ტაფა – ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მასში ხახვი ნიორთან ერთად 5 წუთი ვშუშოთ,დავაყაროთ ხორცი და 10-12 წუთი ვშუშოთ ,ვურიოთ ხის კოვზით.
ხორცს დავუმატოთ ,თუ სურვილი გვაქვს , ტომატ-პასტა,ვშუშოთ 2 წუთი,0,5 ჭიქა წყალი დავასხათ ,მოვაყაროთ წიწაკა,მარილი და ვშუშოთ 5 წუთი.
კერძს დავუმატოთ მოხარშული მაკარონი და ცეცხლზე ვაჩერებთ ისევ 5 წუთი.სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარილი.
4+