94515466
5/5

ტორტი ” შავი პრინცი ” – საბჭოთა რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

 არაჟნის ტორტი “შავი პრინცი” – შესანიშნავი დესერტი შოკოლადის ბისკვიტით,გაჟღენთილი არაჟნის ნაზი კრემით. წაიკითხეთ , თუ როგორ უნდა მოამზადოთ არაჟანი ტორტი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

140 გრ.ფქვილი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი ან კეფირი

2 ს.კოვზი კაკაო

1 ჩ.კოვზი სოდა 1 ს. კოვზი ლიმონის წვენით

კრემი :

250 გრ.კარაქი

200 გრ.არაჟანი

ნახ.ჭიქა შაქარი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ კაკაო.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად,შემდეგ დავუმატოთ არაჟანი,სოდა ლიმონის წვენით და მშრალი ინგრედიენტები .

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ბისკვიტი  გავაციოთ  და გავჭრათ შუაზე.

კრემის მომზადება: კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად,შაქრის გადნობამდე და მერე შევათქვიფოთ არაჟანი.

 წაიკითხეთ  სხვა გემრიელი არაჟნის კრემის რეცეპტი.

გაჭრილ ტორტს შუაში,გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ  სურვილისამებრ.

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მარწყვის ტარტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები : 200 გრ.ფქვილი 100 გრ.მარგარინი 100 გრ.შაქრის პუდრა 4 კვერცხის გული 1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი   მომზადების წესები ; კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ

ქათმის ფილეს,სოკოს,კიტრის და პამიდვრის საზაფხულო სალათა “მარწყვი”

გემრიელი და ამავე დროს უჩვეულო სალათი “მარწყვი” მზადდება უბრალოდ.  ეს კერძი თავისი უჩვეულო ფორმისა და დეკორაციის წყალობით სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა, სტუმრები დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. ინგრედიენტები

თეთრი და შავი ბისკვიტი კარაქით

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის: 6 კვერცხი 135 გრ.ფქვილი 45 გრ.სიმინდის სახამებელი 180 გრ.შაქარი 45 გრ.კარაქი 30 გრ.შაქრიანი ვანილი თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here